დღეს უკრაინულმა გამოცემამ, strana.ua -მ გამოაქვეყნა ცნობა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილზე რესტორანში თავდასხმა სცადეს, რასაც სააკაშვილი უარყოფს.
გამოცემის ცნობით, დანით შეიარაღებული პირი რესტორანში სააკაშვილთან მივიდა და ემუქრებოდა, რის შემდეგაც მისი დაცვის წევრებმა და რესტორნის ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა.
“სინამდვილეში ავტოგრაფი მთხოვა”, – წერს სააკაშვილი ამ ცნობაზე თავის ფეისბუკის გვერდზე.
https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/posts/3668212143209140