თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს, პირველ ოქტომბერს, კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი შემთხვევა კლავ აჭარაში გამოვლინდა. ასევე, შემთხვევებმა მოიმატა იმერეთშიც. ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით კი შემდეგნაირად ნაწილდება:
- აჭარა — 241
- იმერეთი — 98
- თბილისი — 62
- სამეგრელო-ზემო სვანეთი — 15
- სამცხე-ჯავახეთი — 9
- გურია — 7
- შიდა ქართლი — 7
- კახეთი — 2
ასევე, იმპორტირებულია 6 შემთხვევა.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 6640 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული.
ამავე ვებგვერდის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულია 299 პაციენტი და მათი რაოდენობა 3419 გახდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილია 39 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 5392, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
კოვიდ სასტუმროში იმყოფება 1100 პირი.