ახალი ამბები

სოფელ შროშასთან ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

30 სექტემბერი, 2020 • 657
სოფელ შროშასთან ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

სოფელ შროშასთან ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

პირველადი ინფორმაციით, შროშასთან მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. გარდაიცვალა მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი, სატვირთოს მძღოლი კი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი