ახალი ამბები

დამატებით 800-მდე პაციენტი გამოჯანმრთელდა – ენდელაძე

30 სექტემბერი, 2020 • 1133
დამატებით 800-მდე პაციენტი გამოჯანმრთელდა – ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 800-მდე პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ენდელაძემ დღეს ჟურნალისტებთან განმარტა, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის პროცენტი გაზრდილია და მთლიან დადასტურებულ შემთხვევათა 50%-ს აღემატება.

მისივე თქმით, გუშინ დამატებით 796 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

„გამოჯანმრთელების პროცენტი მაღალია, უკვე 50%-ზე ოდნავ მეტი გამოჯანმრთელებულია, ეს შეესაბამება 3120-ს და მკურნალობას ამჟამად გადის 3072 პაციენტი.

ამ 3 ათასი პაციენტიდან კრიტიკულად მძმე არის 28, აქედან 26 მართვით სუნთქვაზეა და 8 პაციენტი გადმოყვანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან“,- თქვა ენდელაძემ.

საქართველოში, 30 სექტემბრის მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 6192
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 3120
  • მათ შორის გარდაცვლილი – 37
  • კარანტინის რეჟიმში – 5445
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1000
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41

ამ თემაზე წაიკითხეთ:

გაბუნიას თქმით, მე-12 დღეს პაციენტს კლინიკის დატოვება განმეორებითი ტესტის გარეშე შეეძლება

მასალების გადაბეჭდვის წესი