ახალი ამბები

EMC: საგანგაშოა, რომ ჟურნალისტებს და დამკვირვებელს თავს მათი საქმიანობის გამო დაესხნენ

30 სექტემბერი, 2020 • 1325
EMC: საგანგაშოა, რომ ჟურნალისტებს და დამკვირვებელს თავს მათი საქმიანობის გამო დაესხნენ

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) გამოთქვამს შეშფოთებას მარნეულში გამოვლენილი ძალადობრივი შემთხვევების გამო, რომელსაც მოჰყვა  სამოქალაქო აქტივისტის გიორგი მუმლაძის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, ტელეკომპანია “მთავარის” ჟურნალისტის, ჯეიჰუნ მუჰამედალისა და ოპერატორის ლაშა გურეშიძის ჯანმრთელობის დაზიანება.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაზარალებული პირების განმარტებით, ამ პროცესში მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა ოფიციალური პირებიც მონაწილეობდნენ.

EMC-ს თქმით, დაუშვებელია წინასაარჩევნო პროცესებში ძალადობრივი მიდგომების გამოყენება, მით უფრო ამ პროცესში საკრებულოს წევრების მონაწილეობა, და საგანგაშოდ მიიჩნევს, რომ მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს თავს მათ საქმიანობასთან დაკავშირებით დაესხნენ:

“სამწუხაროდ, ბოლო დღეებში პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ძალადობის არაერთი მძიმე შემთხვევა დაფიქსირდა ამ რეგიონში. მათ შორის, სოფელ ნახიდურში (ბოლნისის მუნიციპალიტეტი), სადაც რამდენიმე დღის წინ მუქარის ფაქტი ჟურნალისტ ჯეიჰუნ მაჰამედალის მიმართაც დაფიქსირდა.
დაუშვებელია წინასაარჩევნო პროცესებში ძალადობრივი მიდგომების გამოყენება, მით უფრო, ამ პროცესში საკრებულოს წევრების მონაწილეობა.

საგანგაშოა, რომ მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს თავს მათ საქმიანობასთან დაკავშირებით დაესხნენ.
EMC სამართლებრივ დახმარებას უწევს დაზიანებულ ჟურნალისტებს. ჩვენი ადვოკატი მარნეულის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის პროცესებს დღესვე დაესწრება”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

“ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა და ძალადობა” – შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი