ახალი ამბები

“ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა და ძალადობა” – შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

29 სექტემბერი, 2020 • 609
“ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა და ძალადობა” – შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება ორი, ძალადობისა (სსკ-ის 126) და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის (სსკ-ის 154) მუხლებით დაიწყო.

როგორც ჟურნალისტებს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გოგლიაშვილმა განუცხადა, ამჟამად ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

რამდნეიმე წუთის წინ მარნეულში დაპირისპირება მოხდა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ მხარდამჭერ ლაშა ქველაძეს და მის მანქანაში მსხდომ პირებს.

მომხდარის გაშუქებისას ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს “მთავარი არხის” და “პირველი არხის” თანამშრომლებს. “მთავარი არხის განცხადებით” ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ 4 თანამშრომელს. ასევე ნაცემია “პირველი არხის” ოპერატორი. დამტვრეულია ორივე ტელეკომპანიის აპარატურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი