ახალი ამბები

რუსეთის დუმის 18 დეპუტატი ჰოსპიტალიზებულია კორონავირუსის დიაგნოზით

29 სექტემბერი, 2020 •
რუსეთის დუმის 18 დეპუტატი ჰოსპიტალიზებულია კორონავირუსის დიაგნოზით

რუსეთის დუმის 18 დეპუტატი კორონავირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულია. “ინტერფაქსის” ცნობით, ამის შესახებ სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

“გასულ ორშაბათს 10 დეპუტატი იყო გადაყვანილი საავადმყოფოში კორონავირუსით, დღეს მათი რიცხვი 18-ია. საერთო ჯამში, 60 დეპუტატი გვყავს, ვინც დაავადებულია, გადაიტანა კორონავიური ან აქვს ანტისხეულები კორონავირუსის მიმართ”, – განაცხადა ვოლოდინმა.

სპიკერის თქმით, ამის გამო რუსეთის ფედერალური კრების ქვედა პალატაში გაძლიერებულია ეპიდემიოლოგიური თავდაცვის ღონისძიებები, კომიტეტების სხდომებისა და მრგვალი მაგიდების ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გადატანის ჩათვლით.

23 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით დაავადების შემდეგ სახელმწიფო დუმის დეპუტატი ვახა აგაევი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი