რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ სააკაშვილისთვის საქართველოში გამოტანილი განაჩენი კარგი გაკვეთილი იქნება ყველასთვის, ვინც „სუვერენიტეტით, რუსოფობიითა და დამოუკიდებლობით ვაჭრობს“, პირველ რიგში კი- ზელენსკისთვის.
სლუცკის თქმით, სააკაშვილმა ის მიიღო, რაც დაიმსახურა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსული პროპაგანდისტული მედია, რომელთანაც გააკეთა კომენტარი ლეონიდ სლუცკიმ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. პიჯაკების საქმე) საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა.
„ეს არის გაკვეთილი ყველასთვის, ვინც მზადაა, 30 ვერცხლზე ივაჭროს რუსოფობიით, სახელმწიფო სუვერენიტეტითა და დამოუკიდებლობით. პირველ რიგში, ეს არის გაკვეთილი მთელი უკრაინული ხუნტისთისთვის და მისი მეთაური ზელენსკისთვის.
[…] USAID-თან დაკავშირებული ამბავიც მრავლისმთქმელია. მილიონობით დოლარი ჩაყარეს საქართველოში, რომ კავკასიის ანტირუსული პლაცდარმი შეექმნათ. მაგრამ ქართველი ერი უფრო ბრძენი აღმოჩნდა. გამყიდველი მთავრობა გადააგდო ისტორიის სანაგვეზე, მისი ლიდერები კი დასვა განსასჯელთა სკამზე ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულებრივი მაქინაციების გამო“, — ამბობს რუსი დეპუტატი.