ახალი ამბები

ლარი დოლართან 1.29 თეთრით გამყარდა

28 სექტემბერი, 2020 • 986
ლარი დოლართან 1.29 თეთრით გამყარდა

დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 1.29 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 3.32 ლარი გახდა. ლარი ერთი თეთრით გამყარდა ევროსთანაც, შედეგად, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.87 ლარია.

სექტემბერში ლარი დოლართან და ევროსთან უფასურდებოდა და დღეს, 28 სექტემბერს მოქმედი კურსით ერთი აშშ დოლარი 3.33 ლარი ღირდა. ოფიციალურ დადგენილ კურსთან შედარებით დოლარს უფრო ძვირად ყიდიდნენ ქვეყნის კომერციული ბანკები. პრემიერი გიორგი გახარია ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფაქტს 27 სექტემბერს გამოეხმაურა და თქვა, რომ ლარი ზედმეტად გაუფასურებულია და მაკროეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით ასეთი კურსი არ უნდა იყოს.

“რა თქმა უნდა, ლარი დღეს ზედმეტად გაუფასურებულია, იმიტომ, რომ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მაკროეკონომიკული მაჩვენებლები ლარის კურსის დღევანდელი ნიშნულისთვის არ არსებობს”,-განაცხადა გახარიამ.

სექტემბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან სამჯერ, ჯამში, 120 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ლარის დაკარგული წონასწორობა – რა გველოდება ზამთარში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი