ახალი ამბები

კოვიდ პაციენტებისთვის მობილიზებული 3 000-მდე საწოლიდან თავისუფალი 775-ია – გაბუნია

28 სექტემბერი, 2020 • 854
კოვიდ პაციენტებისთვის მობილიზებული 3 000-მდე საწოლიდან თავისუფალი 775-ია – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოს მასშტაბით კოვიდ ინფიცირებულებისთვის 3 000-მდე საწოლია მობილიზებული. ამის შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

“ქვეყნის მასშტაბით 3 000-მდე საწოლია მობილიზებული, ყველაზე მეტი დატვირთვა ამ ეტაპზე ბათუმზე მოდის და ბათუმშიც 80 საწოლი არის მუდმივად თავისუფალ მდგომარეობაში შენარჩუნებული იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში პაციენტების იქ გადაყვანის შესაძლებლობა გვქონდეს”, – განაცახადა გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, 27 სექტემბრის ღამის 10 საათის მონაცემებით, 3 000 საწოლიდან თავისუფალი იყო 775. დანარჩენ საწოლებს იკავებენ კოვიდ პაციენტები და შეფასების ეტაპზე მყოფი პირები. ასევე, გაბუნიას თქმით, ამ მხრივაც მეტი დატვირთულობა აჭარაზე მოდის, სადაც საკარანტინე სასტუმროებში 800-მდე კოვიდ პაციენტია განთავსებული.

საქართველოში ამ დრომდე, საერთო ჯამში, 5552 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი, მათ შორის გამოჯანმრთელდა 2 054 და გარდაიცვალა 31 პაციენტი. ამჟამად ინფიცირებულია 3 467 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი