ახალი ამბები

ეს ჩვენთვის განსაკუთრებული ტკივილია – ილია II ყარაბაღში დაპირისპირებაზე

28 სექტემბერი, 2020 • 1247
ეს ჩვენთვის განსაკუთრებული ტკივილია – ილია II ყარაბაღში დაპირისპირებაზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია II ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირებას ეხმაურება.

განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს ნათქვამია, რომ ყარაბაღში დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსთვის დიდი ტკივილია.

“ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან ორივე ქვეყნის მეზობლები და მეგობრები ვართ და საქართველოშიც მრავლად ცხოვრობენ როგორც აზერბაიჯანლები, ისე სომხები.

ვიმედოვნებთ, როგორც ერთი ისე მეორე ქვეყნის ხელისუფალნი და საერთაშორისო საზოგადოება არ დაუშვებს ვითარების მკვეთრ ესკალაციას, რაც კავკასიის პრობლემად და მსოფლიოსთვისაც დიდ გამოწვევად იქცევა. აღვავლენთ ლოცვებს, რათა ღმერთი მშვიდობისა შეეწიოს სომხეთს, აზერბაიჯანს და მთელ კავკასიას,” – ვკითხულობთ განცხადებაში.


27 სექტემბრის დილიდან მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა.

მხარეები მსხვერპლზე საუბრობენ და სამხედრო მოქმედებების განახლებაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.სომხეთსა და ყარაბაღში საყოველთაო მობილიზებაა გამოცხადებული.

დაპირისპირებას მოჰყვა მსხვერპლი, დაშავდნენ სამოქალაქო პირები.

ყველაფერი ყარაბაღში განახლებულ შეტაკებებზე – მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი