ახალი ამბები

ნინო ლომჯარია წინასაარჩევნო ძალადობის შემთხვევებზე

24 სექტემბერი, 2020 • 1363
ნინო ლომჯარია წინასაარჩევნო ძალადობის შემთხვევებზე

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წინასაარჩევნო გარემოს გამოწვევების შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ამ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებსაც მიმართავს და დააკვირდება კონკრეტული ფაქტების გამოძიების პროცესს:

“სამწუხაროდ, უკვე ჰქონდა ადგილი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ძალისმიერი ანგარიშსწორების ფაქტებს, ასევე გვესმის შემთხვევები პირადი ცხოვრების მასალების გამოყენებით პირების დაშინების და შანტაჟის თაობაზე. ამ საკითხებშიც ვართ ჩართული. მივმართავთ შესაბამის უწყებებს და მოვიძიებთ ინფორმაციებს იმის შესახებ, თუ რამდენად სწორად, ობიექტურად და დროულად ხდება ამ დანაშაულების გამოძიება”, – განაცხადა ლომჯარიამ.

მისი განცხადებით, წინა წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია.

წინასაარჩევნოდ მისი გუნდის წევრის მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნების მუქარაზე “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ისაუბრა 6 სექტემბერს. პრემიერმა გახარიამ საპასუხოდ მას ინფორმაციის საგამოძიებო უწყებების გადაცემისაკენემოუწოდა. ასევე, ამ პერიოდში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის შტაბი დააზიანეს, მათ შორის არის ბოლნისში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შტაბი, რომლის დაზიანების შესახებაც გამოძიება დაიწყო. გამოძიებაა დაწყებული “ნაციონალური მოძრაობის” წევრზე ფიზიკური ძალადობის შესახებაც. ენმ-ის აქტივისტს, ლაშა ცუცქირიძეს 18 სექტემბერს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი