ახალი ამბები

ენმ-ის აქტივისტს, ლაშა ცუცქირიძეს თავს დაესხნენ

18 სექტემბერი, 2020 •
ენმ-ის აქტივისტს, ლაშა ცუცქირიძეს თავს დაესხნენ

“ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტს, ლაშა ცუცქრიძეს თავს დაესხნენ. როგორც ზვიად კუპრავამ “ტვ პირველს” უთხრა, ცუცქირიძეს საკუთარ სახლთან ორი ნიღბიანი პირი დაესხა თავს.

“შტაბში დავასრულეთ მუშაობა, “ნაციონალური მოძრაობის” საბურთალოს შტაბს ვგულისხმობს. დაახლოებით 15 წუთის წინ ლაშა, მისი ცოლი და და შტაბიდან გავიდნენ. ისინი მანქანით წავიდნენ სახლში, სახლთან როგორც კი მანქანა გააჩერა და გადმოვიდა, მას ორი ნიღბიანი პირი დაესხა თავს, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის უმოწყალოდ არის ნაცემი”,-აცხადებს კუპრავა.

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

გარეკანის ფოტო: ზვიად კუპრავას Facebook გვერდი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი