ნეტგაზეთი | აფხაზეთმა რუსეთს კორონავირუსის ვაქცინის მიღებაზე მიმართა აფხაზეთმა რუსეთს კორონავირუსის ვაქცინის მიღებაზე მიმართა – Netgazeti
RU | GE  

აფხაზეთმა რუსეთს კორონავირუსის ვაქცინის მიღებაზე მიმართა

აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზურმა მხარემ რუსეთს კორონავირუსის ვაქცინის, “Спутник V”-ის პარტიის შესყიდვასთან დაკავშირებით მიმართა.

ოფიაციალური ინფორმაციით, სოხუმი რუსეთისგან ვაქცინის 15-20 ათასი დოზის მიღებას ითხოვს.

“რუსული მხარე ჩვენს მიმართვას განიხილავს “, – აცხადებენ აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროში.

რუსეთის ფედერაციამ მსოფლიოში COVID-19-ის პირველი ვაქცინის დარეგისტრირების შესახებ აგვისტოში განაცხადა.

ვაქცინა თუ სახიფათო პროპაგანდა? – რუსული “სპუტნიკ V”-ის შესახებ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი