24 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 4399 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული.
ამავე ვებგვერდის თანახმად, კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 62 -ით გიაზარდა და 1705 გახდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 2669 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 640 პირი კოვიდსასტუმროშია გადაყვანილი, დანარჩენები კი კლინიკაში მკურნალობენ.
ხოლო კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5390 ადამიანი.
მთავრობის განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით ფართომასშტაბიანი კარანტინები და ეკონომიკური აქტორების შეზღუდვა მოსალოდნელი არ არის, თუმცა ეპიდვითარებიდან გამომდინარეე მიიღება წერტილოვანი, კონკრეტული გადაწყვეტილებები.