ახალი ამბები

შეშფოთებული ვარ საარჩევნო კამპანიის დროს ძალადობრივი ინციდენტების გამო — ქნირში

23 სექტემბერი, 2020 • 708
შეშფოთებული ვარ საარჩევნო კამპანიის დროს ძალადობრივი ინციდენტების გამო — ქნირში

გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ შეშფოთებულია იმ “ძალადობრივი ინციდენტების” გამო, რომელიც ზოგიერთ საარჩევნო ოლქში მოხდა.

მისი თქმით, პარტიებმა ცხადად უნდა დააფიქსირონ, რომ ძალადობას მხარს არ უჭერენ და ყველაფერი გააკეთონ, რათა მსგავსი ინციდენტები თავიდან აიცილონ.

“შეშფოთებული ვარ იმ ძალადობრივი ინციდენტების გამო, რასაც ადგილი აქვს საარჩევნო კამპანიის დროს საარჩევნო ოლქში, როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში. მაგალითად, პარტიის აქტივისტების ცემის ფაქტები, პარტიის ოფისების დარბევა. ეს, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია”, — განაცხადა ქნირშმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი