ახალი ამბები

რუსული სამხედრო თვითმფრინავი წვრთნებისას, შესაძლოა, შემთხვევით ჩამოაგდეს – ТАСС

23 სექტემბერი, 2020 • 1016
რუსული სამხედრო თვითმფრინავი წვრთნებისას, შესაძლოა, შემთხვევით ჩამოაგდეს – ТАСС

რუსეთში, ტვერის ოლქში, 22 სექტემბერს ჩამოგდებული საბრძოლო თვითმფრინავი სუ-22, შესაძლოა, სწავლების დროს სხვა თვითმფრინავმა ჩამოაგდო. ამის შესახებ ТАСС იუწყება. გამოცემის ცნობით, აღნიშნული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მათ წყაროსგან შეიტყვეს, რომელიც რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამსახურში მუშაობს.

“წინასწარი ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი სწავლების დროს თვითმფრინავზე ჭურვის შემთხვევითი მოხვედრა გახდა, რომელიც სხვა თვითმფრინავიდან გაისროლეს”, – განაცუხადა გამოცემას წყარომ.

დასავლეთის სამხედრო ოლქის ცნობით, რუსეთში სწავლების დროს თვითმფრინავი ჩამოვარდა, თუმცა ეკიპაჟმა კატაპულტირება მოასწრო. ТАСС-ის წყაროს ინფორმაციით, მფრინავების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გამოცემა ადგილობრივი რაიონის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ საბრძოლო თვითმფრინავი ვიშნევოლოვეცკის რაიონში, ტყეში ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად არ დაზიანებულა შენობები ან რაიმე სხვა სახის ინფრასტრუქტურა.

სუ-22 4++ თაობის საბძროლო თვითმფრინავია. ის დღის სხვადასხვა მონაკვეთში და სხვადსახვა ამინდში საჰაერო ობიექტების განადგურებისთვისაა შექმნილი. ასევე გამოიყენება ხმელეთზე სხვადასხა აქტიური და პასუირი ოპერაციებისთვის, საჰაერო სივრცის კონტროლისთვის და სხვა მიზნებისთვის.

გარეკანის ფოტო: ТАСС

მასალების გადაბეჭდვის წესი