ახალი ამბები

Nexta-მ ბელარუსის შსს-ს თანამშრომლების მონაცემები გამოაქვეყნა

19 სექტემბერი, 2020 • 1517
Nexta-მ ბელარუსის შსს-ს თანამშრომლების მონაცემები გამოაქვეყნა

Nextaს-ს Telegram-მა ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მონაცემები გამოქვეყნდა. ამის შესახებ ინფორმაციას Meduza ავრცელებს.

Nexta Live ოპოზიციური Telegram-არხია, რომელიც ბელარუსის მოვლენებს აშუქებს. მან ბელარუსის შს-ს იმ 1003 თანამშრომლის ინფორმაცია გამოაქვეყნა,რომლებიც ალექსანდრე ლუკაშენკოს მოწინააღმდეგე მომიტინგეების დაკავებაში მონაწილეობდნენ.

Telegram-არხის ავტორებმა განაცხადეს, რომ მათ ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების შესახებ “კიბერ პარტიზანების წყალობით” მიიღეს.

Nexta-ს მიერ მომზადებული Google-ის ცხრილში ჩამოთვლილია თანამშრომლების სახელები, მათი დაბადების დღეები, ადგილმდებარეობა და წოდებები. თუმცა არ არის ცნობილი რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია.

Nexta-მ გამომწერებს მოუწოდა, შეატყობინონ “ფაქტები სიაში მყოფი პირების დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, აგრეთვე მათი პირადი ინფორმაციაც”.

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც 19 სექტემბერს მინსკში  ქალთა მარშის 300-ზე მეტი მონაწილე დააკავეს.

ანტისამთავრობო გამოსვლები ბელარუსში დაიწყო 9 აგვისტოს, როცა საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, გამარჯვებულად ისევ ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა, რომელიც 26 წელია, ქვეყანას მართავს. პოლიციის წინააღმდეგობისა და მასობრივი დაკავებების მიუხედავად, პროტესტის მასშტაბები მალე გაიზარდა. არაერთი მსხვილი ქარხნის მუშები გაიფიცნენ, რომელთაც სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილიც შეუერთდა.

ოპოზიცია და დემონსტრანტები არ ენდობიან ოფიციალურ რიცხვებს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. თავად ლუკაშენკოს თქმით, გადადგომას არ აპირებს და ხელახალი არჩევნების შესაძლებლობას მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ხედავს. 14 სექტემბერს დაგეგმილია მისი შეხვედრა პუტინთან, რომელსაც მანამდე რამდენჯერმე ესაუბრა ტელეფონით. პუტინმა ბელარუსის მთავრობის სამხედრო დახმარების მზადყოფნაც გამოთქვა.

ევროკავშირი და აშშ არჩევნების შედეგებს, ბელარუსის ოპოზიციის მსგავსად, არ აღიარებენ.

მინსკში ასობით მომიტინგე დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი