ახალი ამბები

ხაშურის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა

19 სექტემბერი, 2020 • 913
ხაშურის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა

ხაშურის მუნიციპალიტეტში გუშინ, 18 სექტემბერს მკვლელობა მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

სამინისტროს ცნობით აღნიშნულ ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ასევე 236 მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, მოკლულია ერთ-ერთი მაღაზიის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც მაღაზიაში დანით შეირაღებული შევიდა და თანამშრომლებს ემუქრებოდა, რა დროსაც მაღაზიის მენეჯერმა მისი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი