ახალი ამბები

“ვიბრძვით არსებობისთვის” – ტურიზმის სექტორის წარმომადგენელთა აქცია თბილისში

17 სექტემბერი, 2020 • 814
“ვიბრძვით არსებობისთვის” – ტურიზმის სექტორის წარმომადგენელთა აქცია თბილისში

თბილისში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნებია რეგულარული ფრენების აღდგენა, საკარანტინო ზონების გაუქმება და საბანკო ვალდებულებებზე შეღავათების დაწესება.

“ჩვენს უკან დგანან ჩვენი ოჯახები, ვალდებულებები. შეუძლებელია, 8 თვე ნული შემოსავლის გარეშე ცხოვრება. როდემდე შეიძლება ოჯახის წევრების იმედად ყოფნა?” – აღნიშნა ერთ-ერთმა გამომსვლელმა.

აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ტურიზმის სექტორის მრავალ წარმომადგენელს ბანკისგან აქვს ვალი აღებული ბიზნესის განვითარებისთვის, ახლა კი სესხის დაფარვას ვეღარ ახერხებს.

“ვართ გაკოტრების პირას და სახელმწიფო არანაირ შუამდგომლობას არ გვიწევს ბანკებთან ურთიერთობაში. ჩვენ მხოლოდ იმისთვის კი არ ვიბრძვით, რომ ვიყოთ გადამხდელუნარიანები, არამედ ვიბრძვით არსებობისთვის”, – აღინიშნა აქციაზე.

შეკრებილები სახელმწიფოს სთხოვენ, რეგულარული ფრენები გაიხსნას ე.წ. მწვანე ზონაში შემავალ ქვეყნებთან, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია, ასევე, ბანკებთან შუამდგომლობას სახელმწიფოს მხრიდან.

აქციიდან “ნეტგაზეთის” პირდაპირ ეთერს თვალი მიადევნეთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი