“თავისუფალმა დემოკრატებმა” 4 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. როგორც პარტიაში აცხადებენ, ორ კანდიდატს თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში წარადგენენ, ორს კი, რეგიონებში- მათ შორის:
- ვიტალი დარასელია – საბურთალოს საარჩევნო ოლქი;
- ედუარდ ელოშვილი – ისნის საარჩევნო ოლქი.
რეგიონებში კი „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან:
- დავით ჭუნიაშვილი – გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი, დედოფლისწყაროს
საარჩევნო ოლქი; - ვახტანგ მარტოლეკი – მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგის საარჩევნო
ოლქი.
გარდა ამისა, “თავისუფალმა დემოკრატებმა” პარტიული სიის პირველ ნომრად პარტიის გამგეობის წევრი ვახტანგ მჭედლიძე დაასახელეს.
მაჟორიტარები პარტიამ დაასახელა მე-6 რიგგარეშე ყრილობაზე, რომლის ფარგლებშიც ახალი თავმჯდომარე და გამგეობის წევრები აირჩიეს.
პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს პარტიის გენერალური მდივანი თამარ კეკენაძე. პარტიის გამგეობის წევრებად წარადგინეს და აირჩიეს: ვახტან მჭედლიძე, თამარ კეკენაძე, დევი ტაბიძე და ემზარ კაკულია.
მიმდინარე წლის აგვისტოში “თავისუფალი დემოკრატები” პარტიის ლიდერებმა, შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ და სანდრო ბარამიძემ დატოვეს. შავგულიძემ, რომელიც ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატია მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის, განმარტა, რომ პარტიის დატოვების შემდეგ ინდივიდუალურად გააგრძელებენ თანამშრომლობას „ევროპულ საქართველოსთან“.
ამ თემაზე წაიკითხეთ:
შავგულიძემ, გოგუაძემ და ბარამიძემ „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვეს