ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთმა ცხინვალს საზღვარი გაუხსნა

15 სექტემბერი, 2020 • 731
რუსეთმა ცხინვალს საზღვარი გაუხსნა

დღეიდან, 15 სექტემბრიდან, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიასა და რუსეთის ფედერაციას შორის გაიხსნა საზღვარი, რომელიც კორონავირუსის გავრცელების მიზეზით რამდენიმე თვის განმავლობაში ჩაკეტილი იყო.  როგორც ოსური მედია წერს, განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა რუსეთის პრემიერმა, მიხაილ მიშუსტინმა.

რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის საზღვარი 2020 წლის აპრილში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაიკეტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი