ახალი ამბები

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალი NDI-ს კვლევის მიხედვით

14 სექტემბერი, 2020 • 898
ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალი NDI-ს კვლევის მიხედვით

NDI-ის კვლევის მიხედვით, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და CRRC საქართველო ატარებს, მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალი 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა და გამოკითხულთა უმრავლესობა კვლავ სამუშაო ადგილებს, სიღარიბესა და ტერიტორიულ მთლიანობას ასახელებს.

რაც შეეხება ეკონომიკურ პრობლემებს, გაოკითხულთა 67% მთავარ გამოწვევად უმუშევრობას, 33% ფასების ზრდა/ინფლაციას ასახელებს, 22% კი – სიღარიბეს:

ჯანდაცვის სფეროში გამოკითხულთა 56% ყველაზე დიდი პრობლემად (56%) წამლების საფასურს ასახელებს, მეორე ადგილზეა სამედიცინო მომსახურების/ექიმთან ვიზიტების საფასური (29%), 17%-ის აზრით კი მთავარი გამოწვევა საავადმყოფოების და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაა.რაც შეეხება განათლების სისტემას, მთავარ პრობლემად კვლევის მიხედვით, გამოკითხულები ონლაინ სწავლებასთან საკავშირებულ სირთულეებს ასახელებენ (27%), მას მოსდევს მასწავლებლების/ლექტორების დაბალი კვალიფიკაცია (22%) და უნივერსიტეტებში სწავლის მაღალი საფასური (20%).ადგილობრივ დონეზე გამოკითხულები მთაცარ პრობლემებად გზებს, (31%), წყლით მომარაგებას (22%) და გარემოს დაბინძურებას (13%) ასახელებენ.

აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი