ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსი” ქუთაისში და ბორში აქტივისტებისგან

13 სექტემბერი, 2020 • 1359
“პატრიოტთა ალიანსი” ქუთაისში და ბორში აქტივისტებისგან

“პატრიოტთა ალიანსმა” დღეს, 13 სექტემბერს, ქუთაისის მთავარ მოედანზე, მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მხარდამჭერების შეკრებაზე მივიდნენ პარტიის მოწინააღმდეგე აქტივისტებიც, რომელთაც ადგილზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გამოსახულებიანი სტიკერები მიიტანეს, ერთ-ერთმა მათგანმა კი მოედანზე მისულებს “რუსული ბორში” შესთავაზა.

“მე პირადად ძალიან დიდი პროტესტი მაქვს ამ პარტიის მიმართ, ვინაიდან ისინი ღიად ატარებენ რუსეთის ინტერესებს, ფინანსდებიან რუსეთისგან  და ამავდროულად, ძალადობრივ, ანტიევროპულ კამპანიას უდგანან გვერდში.

მათ დღეს ჰქონდათ უფლება, გამოსულიყვნენ და დაეფიქსირებინათ თავისი პოზიცია და მე, როგორც რიგით მოქალაქეს, მქონდა საშუალება, აქცია-პერფორმანსით მომემზადებინა რუსული ბორში პრორუსი ადამიანებისთვის”, – თქვა აქტივისტმა აკაკი საღინაძემ “მთავარ არხთან საუბრისას.

აქციის მონაწილეებსა და “პატრიოტთა ალიანსის” მიმართ კრიტიკულად განწყობილ აქტივისტებს შორის იყო შელაპარაკებაც, რომელიც მალე ამოიწურა.

“პატრიოტთა ალიანსის” მაჟორიტარობის კანდიდატები ცნობილია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი