ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსის” მაჟორიტარობის კანდიდატები ცნობილია

8 სექტემბერი, 2020 • 1903
“პატრიოტთა ალიანსის” მაჟორიტარობის კანდიდატები ცნობილია

“პატრიოტთა ალიანსიდან” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში თბილისში, ნაძალადევის რაიონში ირმა ინაშვილი იყრის კენჭს. მის გარდა, დღეს, 8 სექტემბერს, პარტიამ სხვა ოლქებში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებიც წარადგინა. “პარტიოტთა ალიანსს” თბილისის 6 ოლქში შემდეგი კანდიდატები ეყოლება:

  • მერაბ ჭიქაშვილი – გლდანის მაჟორიტარულ ოლქში
  • ნანა დევდარიანი – ვაკის ოლქში
  • გურამ ნიკოლეიშვილი – სამგორის ოლქი
  • კახა ძაგანია – საბურთალოს ოლქი
  • არჩილ ბენიძე – დიდუბე-ჩუღურეთის ოლქი
  • მალხაზ თოფურია – მთაწმინდა-კრწანისის ოლქი

რაც შეეხება რეგიონებს, მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარულ ოქში პარტიის კანდიდატი იქნება “მემარცხენე ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი სოსო შატბერაშვილი.

რეგიონებში პარტიამ შემდეგი კანდიდატები დაასახელა:

  • სოსო გარსევანიშვილი – საგარეჯოში
  • ოთარ ჭითანავა – ზუგდიდში
  • სოსო პარწიკანაშვილი – თელავი
  • კობა მაზანაშვილი – გორი
  • შოთა გოგიბერიძე – ოზუგერთი
  • გიორგი კასრაძე – ჭიათურა
  • პაატა ჯიბლაძე – რუსთავი
  • ვიქტორ ცაავა – მარტვილი
  • თეიმურაზ ფანჩულია – ფოთი
  • ერეკლე საღლიანი – ამბროლაური
  • არტაშე  საკოფიანი – ახალქალაქი
  • მახირ იუსუპოვი – მარნეული

რაც შეეხება აჭარას, აქ პარტიამ მაჟორიტარებთან ერთად აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატებიც დაასახელა. სულ დღეს აჭარაში დაასახელეს: ჯუმბერ ტაკიძე, ზორბეგ ბერიძე, დავით დავითაძე, გურამ თურმანიძე, ზურაბ გაბაიძე, გულნარა ბასილაძე, ამირან ტაკიძე, თუმცა წარდგენისას არ დაუზუსტებიათ ვინ იქნება პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი და ვინ უმაღლესი საბჭოსი. ინფორმაციის დაზუსტებას ნეტგაზეთი პარტიასთან ცდილობს. სულ აჭარაში 3 მაჟორიტარული ოლქია საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის, ხოლო 3 – აჭარის უმაღლეს საბჭოში.

განახლება: პარტიაში დააზუსტეს, რომ პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიას აჭარაში შემდეგი მაჟორიტარები ეყოლება:

  • ქობულეთი – ამირან ტაკიძე
  • ბათუმი – ზურაბ გაბაიძე
  • ხელვაჩაური, ქედან, შუახევი, ხოლო – ზორბეგ ბერიძე

რაც შეეხება უმაღლეს საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატებს:

  • ქობულეთი – გულნარა ბასილაძე
  • ბათუმი – ჯუმბერ ტაკიძე
  • ხელვაჩაური, ქედან, შუახევი, ხოლო – დავით დავითაძე

უმაღლეს საბჭოში “პატრიოტების” საარჩევნო სიის პირველი ნომერი გურამ (მურმან) თურმანიძე იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი