ახალი ამბები

როგორ გააგრძელებს მუშაობას რ2 – იმნაიშვილის განმარტება

11 სექტემბერი, 2020 • 1270
როგორ გააგრძელებს მუშაობას რ2 – იმნაიშვილის განმარტება

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი იმნაიშვილის თქმით, არხი წინასწარ მზად იყო იმ შემთხვევისთვის, რომ კორონავირუსი რომელიმე თანამშრომელს დადასრტურებოდა. იმნაიშვილმა ამის შესახებ ტელეარხის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, მათ წინასწარ ჰქონდათ ნაყიდი როგორც სწრაფი ტესტები, ასევე ყველა საჭირო ეკიპირება.

“ამ მომენტისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ვგეგმავთ იმ სამუშაოებს, რომელიც ყოველი პროცედურის დროს რისკების შესამცირებლად არის შესატანი. ასევე, ჩვენ ვადგენთ კონტაქტებს და იმის შესაბამისად, თუ რა სურათს მივიღებთ, უახლოეს რამდენიმე წუთში გადავწყეტთ თანამშრომელთა რა ნაწილი დარჩება ნიუსრუმში და რა ნაწილს მოუწევს თვითიზოლაციაში გადასვლა და ტესტირების გაკეთება”, — განაცხადა იმნაძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში.

როგორც მან აღნიშნა, შექმნილი ვითარების გამო, დღეს 22 სააათზე დაგეგმილი “ღამის კურიერი” ეთერში აღარ გავა.

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს. მათივე ცნობით, ინფიცირებულია “კურიერის” წამყვანი და ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე.

როგორც ტელეკომპანიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე ტელევიზიაში კონტაქტების მოძიება და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს

მასალების გადაბეჭდვის წესი