ახალი ამბები

გამყრელიძე: ქუთაისის სკოლის კლასტერი 29 დადასტურებულ შემთხვევამდე გაიზარდა

11 სექტემბერი, 2020 • 849
გამყრელიძე: ქუთაისის სკოლის კლასტერი 29 დადასტურებულ შემთხვევამდე გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის კლასტერთან დაკავშირებულ შემთხვევათა რაოდენობას 8 დაემატა და 29 შემთხვევამდე გაიზარდა.

როგორც ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, შემთხვევების მატება ორ ფაქტორს უკავშირდება. ერთი ზაფხულში გაზრდილი მობილობაა, მეორე ფაქტორად კი გამყრელიძე ფართომასშთაბიან სადღესასწაულო ღონისძიებებს ასახელებს.

მისი თქმით, სწორედ მრავალრიცხოვან ქორწილს უკავშირდება რამდენიმე კლასტერის ჩამოყალიბება მათ შორის, გურიის, ცაგერისა და ქუთაისის კლასტერები:

“შემთხვევები ძირითადად უკავშირდება ორ მთავარ ფაქტორს. ეს გახლავთ ზაფხულის განმავლობაში სერიოზული მობილობის ზრდა და მეორე დაკავშირებულია პირდაპირ სამასპინძლო დაწესებუელებებთან.  აგვისტოს ბოლოს რამდენიმე დიდი სადღესასწაულო საქორწილო ღონისძიების ჩატარებას უკავშირდება, გურიის კლასტერი, რომელიც დროზე შევაჩერეთ, იქ ფართომასშტაბიანი გავრცელება არ გვაქვს, სამწუხაროდ, გუშინ გმაოვლენილი ქუთაისის კლასტერი, ცაგერის კლასტერი, სადაც სერიოზული სამუშაოები მიმდინარეობს.

სამწუხაროდ, დაგვეძაბა სიტაუცია ზუგდიდში, სადაც გვაქვს ენგურჰესზე დასაქმებულ ადამიანებში დადასტურებული შემთხვევები და მოგეხსენებათ ქუთაისის სკოლის კლასტერი, სადაც სკოლის 21 თანამშრომელი იყო დაინფიცირებული. დღეს დაემატა კიდევ 8 ადამიანი, ვისაც კონტაქტი ჰქონდა, ყველა ეს დაკავშირებული იყო დიდ საქორწილო ღონისძიებებთან” – ამბობს ამირან გამყრელიძე.

ქუთაისში სკოლის 21 პედაგოგს COVID-19 დაუდასტურდა

მასალების გადაბეჭდვის წესი