ქუთაისში სკოლის 21 პედაგოგს COVID-19 დაუდასტურდა
ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ნეტგაზეთს ინფორმაცია სკოლაში დაუდასტურეს. სკოლაში ამბობენ, რომ პედაგოგები ამჟამად სახლებში იმყოფებიან და ისინი კლინიკებში ეტაპობრივად გადაჰყავთ. სკოლაში სწავლა 1 ოქტომბრმადეა გადადებული. ამ სკოლაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.
Copy and paste this URL into your WordPress site to embed
Copy and paste this code into your site to embed