ახალი ამბები

CinéDOC-Tbilisi: ფესტივალი შეუფერხებლად გაგრძელდება

10 სექტემბერი, 2020 • 873
CinéDOC-Tbilisi: ფესტივალი შეუფერხებლად გაგრძელდება

შეცვლილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, CinéDOC-Tbilisi, თბილისის საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ამ ეტაპისათვის ფესტივალი კინოჩვენებებს შეუფერხებლად გააგრძელებს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ კინოფესტივალი ითვალისწინებს კორონა ვირუსის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით დაწესებულ ყველა რეგულაციას და კინოჩვენებებს არსებულ ლოკაციებზე რეგულაციების სრული დაცვით ჩაატარებს.

ფესტივალის ფარგლებში კინოჩვენებები ხვალიდან ღია სირცეებში,  კავკასიური სახლის ეზოსა და  ლისზე კავეას ღია კინოთეატრის ტერიტორიაზე  სოციალური დისტანციის დაცვით გაგრძელდება.

ამ დროისათვის ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარეობს კონსულტაციები ბათუმის საავტორო ფილმების ფესტივალის ჩატარებასთან დაკავშირებითაც. 

დღეიდან ისეთი სოციალური ღონისძიებები, როგორებიცაა ქელეხები და ქორწილები, იკრძალება. გარდა ამისა, იკრძალება სპორტული და კულტურული ღონისძიებები, რომელშიც 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი