ახალი ამბებირეკლამა

„ კუზიანს სამარე გაასწორებს“ – გიორგი ვაშაძე ქართული ოცნების საარჩევნო სიის წარდგენაზე

10 სექტემბერი, 2020 • 1389
„ კუზიანს სამარე გაასწორებს“ – გიორგი ვაშაძე ქართული ოცნების საარჩევნო სიის წარდგენაზე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ მიერ სიების წარგდენასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მმართველი გუნდის გამოსვლებს დღეს ფასი არ აქვს, რადგან 8 წლის მანძილზე მათ არც ერთი დაპირება არ შეასრულეს. ვაშაძე თვლის, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები  ქვეყანაში არაფრის გამკეთებლები არ არიან და ამიტომ ქართველი ხალხის არჩევანი 31 ოქტომბერს ძალიან მარტივია: დამსხვრეული ოცნებები ან აღმშენებლობა

„ რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება „ქართული ოცნების“ სიაში, ნუთუ რამეს ელოდება ხალხი გუნდისგან, რომელმაც 8 წლის მანძილზე არც ერთი დაპირება არ შეასრულა. საერთოდ რა ფასი აქვს მათ გამოსვლებს. ერთადერთი, რასაც აქვს ფასი ეს დღევანდელი პრემიერ-მინისტრის  ქვეცნობიერი წამოცდენა: „მორჩა ახლა ფულის კეთება, საქმე დავიწყოთო“. კუზიანს სამარე გაასწორებს – ეს გამოთქმა ყველასთვის ნათელია. ეს ხალხი ამ ქვეყანაში არაფრის გამკეთებლები არ არიან, ამიტომ არჩევანი არის ძალიან მარტივი: დამსხვრეული ოცნებები ან აღმშენებლობა, მორჩა და დამთავრდა“ – გიორგი ვაშაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი