ახალი ამბები

შსს: Sky Girls-ში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე მეხუთე პირი დააკავეს

9 სექტემბერი, 2020 • 753
შსს: Sky Girls-ში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე მეხუთე პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტორს განცხადებით, პოლიციამ ბატ Sky Girls-ში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე მეხუთ პირი დააკავა.

უწყებში აცხადებენ, რომ გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბარის 4 სხვა თანამშრომელთან ერთად, რომლებიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკვე დააკავეს, დაწესებულების სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა:

“მომხდარის შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო 1986 წელს დაბადებულმა ორმა პირმა – ი.ფ.-მ და ი.გ.-მ, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ასევე, გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ახალი გარემოებებისა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით. ბრალი 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ამ თემაზე:

მოქალაქის თქმით, ბარში თანხა გამოსძალეს და სასტიკად სცემეს

მასალების გადაბეჭდვის წესი