ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

Noble Partner-ის გამო შეირაღებული ძალები განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიყვანეთ – ცხინვალი

9 სექტემბერი, 2020 • 1074
Noble Partner-ის გამო შეირაღებული ძალები განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიყვანეთ – ცხინვალი

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე Noble Partner 2020-ის სწავლებებთან დაკავშირებით მათი შეიარაღებული ძალები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

“სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ანატოლი ბიბილოვის განკარგულებისა და თავდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, საქართველოში Noble Partner 2020-ის სწავლებებთან დაკავშირებით რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები განსაკუთრებულ რეჟიმზე არიან გადაყვანილი”, – ნათქვამია დე ფაქტო თავდაცვის უწყების განცხადებაში, რომელსაც ოსური მედია ავრცელებს.

2020 წელს საქართველოში მრავალეროვნულ სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ (Nobel Partner) მეხუთედ ტარდება.

წლების განმავლობაში, ცხინვალიც და სოხუმიც აღნიშნულ სწავლებებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებებში შეშფოთებას გამოთქვამენ და სწავლებებს “ფართომასშტაბიან პროვოკაციად” აფასებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი