ახალი ამბები

ჭავჭავაძეზე ავტომობილი და ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახნენ

8 სექტემბერი, 2020 • 1130
ჭავჭავაძეზე ავტომობილი და ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახნენ

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი და მუნიციპალური ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახნენ, ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

სამინისტროს ცნობით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ავარიის გამომწვევი მძღოლი კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაჯარიმდა. “ნეტგაზეთს” სამინისტროში არ უკონკრეტებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვისი ბრალეულობა გამოიკვეთა ავარიისას.

ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსსა და მსუბუქ ავტომანქანას შორის ავარია 1 სექტემბერსაც მოხდა. მაშინ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართელოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი