ახალი ამბები

ახალციხეში მოზარდს მოტოციკლი დაეჯახა

6 სექტემბერი, 2020 • 817
ახალციხეში მოზარდს მოტოციკლი დაეჯახა

ახალციხეში მოზარს მოტოციკლი დაეჯახა. როგორც “სამხრეთის კარიბჭე” ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, ბავშვი 7 წლისაა და მისი მდგომაროება მძიმეა.

გამოცემა წერს, რომ დღეს ახალციხეში რაბათის მიმდებარე ტერიტორიაზე მოტორბოლა იმართებოდა, რომელსაც დაშავებული მოზარდი ესწრებოდა:

“7 წლისაა ბავშვი, ამ შეჯიბრებაზე იყო, მაყურებლად. როგორც თქვეს, თავზე გადაუარა მოტოციკლმა, მძიმედ არისო”– უთხრეს “სამხრეთის კარიბჭეს”ადგილობრივებმა.

გამოცემა წერს, რომ ბაიკერების შეჯიბრებაში მონაწილეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა კლუბი იღებდა. მათ შორის, ახალციხის „Castle riders“–ის წევრებიც.

“სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს. საავადმყოფოში გამოცემას უთხრეს, რომ მდგომარეობა მძიმეა:

“პოლიტრავმა აქვს. კრიტიკური მდგომარეობაა. ახლა მართვით სუნთქვაზე იმყოფება და ველოდებით კატასტროფას, რომ თბილისში გადავიყვანოთ”, – განმარტავენ რეფერალურ საავადმყოფოში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი