ახალი ამბები

ახალციხეში, საცხოვრებელ კორპუსში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

2 მაისი, 2025 •
ახალციხეში, საცხოვრებელ კორპუსში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ახალციხეში, საცხოვრებელ კორპუსში ქალისა და კაცის ცხედარი იპოვეს.

„სამხრეთის კარიბჭე“ მეზობლებზე დაყრდნობით წერს, რომ კაცმა, სავარაუდოდ, ჯერ ქალს ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ფოტო: „სამხრეთის კარიბჭე“

მასალების გადაბეჭდვის წესი