ახალი ამბები

“წინანდლის პრემია” 2020 წლის კონკურსს აცხადებს

5 სექტემბერი, 2020 • 1244
“წინანდლის პრემია” 2020 წლის კონკურსს აცხადებს

ზურაბ ჟვანიას ფონდი „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად 2020 წლის კონკურსს აცხადებს. განაცხადების მიღება 21 სექტემბერს დაიწყება და 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

Covid 19-ის პანდემიის მიზეზით, განაცხადები და სააპელაციო დოკუმენტები ელექტრონულად, ელ. ფოსტაზე tsinandlispremia@yahoo.com მიიღება.

წინანდლის პრემია პრიზებს გამარჯვებულ ავტორებს შემდეგ კატეგორიებში გადასცემს:

  • თეატრალური ხელოვნება;
  • კინოხელოვნება;
  • მხატვრული ლიტერატურა (პროზა);
  • მხატვრული ლიტერატურა (პოეზია);
  • მუსიკალური ხელოვნება;
  • სახვითი ხელოვნება;
  • ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები.

პრემიის ლაურეატები დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი