მიუსაფარმა ძაღლმა თბილისში მიტოვებული კნუტები შეიფარა და თავის ლეკვებთან ერთად ზრდის.
ფაქტის ამსახველი ფოტოები და ვიდეო ნეტგაზეთს თვითმხილველმა მიაწოდა, რომელმაც გვთხრა, რომ ძაღლი ლოტკინის დასახლებაში, გარეჯის ქუჩაზე ცხოვრობს და მიტოვებულ კნუტებს ისევე პატრონობს და აჭმევს, როგორც საკუთარ ლეკვებს.
მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა ძაღლს პერიოდულად აწვდის საკვებს, მაგრამ ისინი კნუტებისთვის, ლეკვებისა და ძაღლისთვის ეძებენ დამატებით საკვებსა და თავშესაფარს.
“მეზობლებიც შეძლებისდაგვარად ვაჭმევთ, მაგრამ მათი უმთავრესი პრობლემაა უსახლკარობაა, ასე უპატრონოდ წვანან ნაგვის ბუნკერთან. ჯერჯერობით კარგი ამინდებია, მაგრამ რომ გაწვიმდეს, რა ეშველებათ?! იქნებ ვინმეს ძაღლის ძველი სახლი გქონდეთ, ან სურვილი, რომ მსგავსი გაუკეთოთ ამ უკეთილშობილეს ცუგოს. ან იქნებ იმის სურვილი გქონდეთ, პატარა, უტკბესი ლეკვები იჩუქოთ”, – წერს მოქალაქე.
დახმარების მსურველები შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე – 595 033 230 ნატა.