ახალი ამბები

თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირების გამო აჭარის ტვ-მ მაუწყებლობა შეაჩერა

5 სექტემბერი, 2020 • 1329
თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირების გამო აჭარის ტვ-მ მაუწყებლობა შეაჩერა

მას შემდეგ, რაც ერთ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის “აჭარის ტელევიზიამ” მაუწყებლობა დროებით შეაჩერა. ტელეარხის ეთერში ამ დროისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” რეტრანსლირება მიმდინარეობს.

“პირველი არხის” ინფორმაციით, “აჭარის ტელევიზიაში” ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

“ამ წუთისთვის მაუწყებელში შესვლა შეჩერებულია. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები უკვე მოვიდნენ და დაიწყო თანამშრომლების ტესტირება. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელობამ ჩავთვალეთ, რომ შევაჩეროთ ჩვენი მაუწყებლობა და ჩვენს ეთერში საქართველოს “პირველი არხის” ტრანსლირება განხორციელდება, ვიდრე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან შესაბამისი რეკომენდაციები არ იქნება”, – “პირველი არხის” ცნობით, განაცხადა “აჭარის ტელევიზიის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მაუწყებლის შენობა არ არის დიდი და თანამშრომლები მჭიდროდ არიან განთავსებული. შესაბამისად, უცნობია, რამდენ ადამიანთან ჰქონდა ინფიცირებულ თანამშრომელს კონტაქტი. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში, ტელევიზიასა და რადიოში, ჯამში, 340 ადამიანი მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი