ახალი ამბები

პირველადი ინფორმაციით, “დეჟავუში” ჟანგბადის ბალონი აფეთქდა

4 სექტემბერი, 2020 • 1041
პირველადი ინფორმაციით, “დეჟავუში” ჟანგბადის ბალონი აფეთქდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციით, სადღესასწაულო ცენტრ დეჟავუში მუშები სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდნენ, რა დროსაც ჟანგბადის ბალონი აფეთქდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი ადამიანი. აფეთქებას ხანძარი არ გამოუწვევია. უწყების ცნობითვე, დაშავებულია ორი ადამიანი, საწრფოს ცნობით კი, აფეთქების შედეგად 3 პირი დაშავდა.

აფეთქება ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადღესასწაულო ცენტრ დეჟავუში დაახლოებით 16:20 წუთზე მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი