ახალი ამბები

8 სექტემბერს თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისის მიმართულებით სტუდენტებისთვის რეისი შესრულდება

3 სექტემბერი, 2020 • 918
8 სექტემბერს თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისის მიმართულებით სტუდენტებისთვის რეისი შესრულდება
8 სექტემბერს თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისი შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფრენას ავიაკომპანია Myway Airlines-ი 8 სექტემბერს, შემდეგი განრიგით განახორციელებს: თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისი — გაფრენა -12:00, მოფრენა -19:30-ზე.
“თბილისი – ბუდაპეშტის საჰაერო ხაზზე სპეციალური რეისი ორიენტირებულია ქართველი სტუდენტების ტრანსპორტირებაზე უნგრეთის ან ტრანზიტულად, ევროპის სხვა ქვეყნების მიმართულებით. რაც შეეხება ბუდაპეშტი – თბილისის მიმართულებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ბილეთების შეძენა ავიაკომპანია Myway Airlines-ის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი”, – ნათქვამია ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სუბსიდირებული ბილეთების ფასი არ იქნება 200 ევროზე მეტი. ავიარეისი Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი