ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზმა მეწარმეებმა აფხაზეთისთვის კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი შეიძინეს

3 სექტემბერი, 2020 • 613
აფხაზმა მეწარმეებმა აფხაზეთისთვის კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი შეიძინეს

კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარტი, რომელიც აფხაზეთის არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში ამ დრომდე არ არსებობდა, საზღვარგარეთ მცხოვრებმა აფხაზმა მეწარმეებმა და ბიზნესმენებმა იყიდეს. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

აპარატი აფხაზეთში, კერძოდ, გუდაუთის საავადმყოფოში, სადაც კოვიდინციფირებულები მკურნალობენ, გუშინ, 2 სექტემბერს ჩაიტანეს.

დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის, თამაზ წახნაკიას განცხადებით, ჰოსპიტალში ჯერ სპეციალისტს მიიწვევენ აპარატის ინსტალაციისთვის, სექტემბრის ბოლოსთვის კი ტომოგრაფიის აპარატი სრულყოფილ რეჟიმში იმუშავებს.

COVID-19-ის აქამდე არსებულ ყველა შემთხვევას აფხაზეთში რენტგენის საშუალებით იკვლევდნენ –  აფხაზი ექიმების განმარტებით, პნევმონიას ისიც კარგად აჩვენებს.

ერთადერთი გაფუჭებული ტომოგრაფი და არასაკმარისი მედპერსონალი ცხინვალში

მასალების გადაბეჭდვის წესი