ახალი ამბები

კინოცენტრი “ოსკარზე” საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევას იწყებს

2 სექტემბერი, 2020 • 1016
კინოცენტრი “ოსკარზე” საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევას იწყებს

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი იწყებს “ოსკარზე” საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევას საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის. გამარჯვებული ფილმის სახელი ცნობილი 10 ოქტომბრამდე გახდება.

კინოცენტრი საპროდიუსერო კომპანიების განაცხადებს პირველი სექტემბრიდან 30 სექტემბრის 17:00 საათამდე მიიღებს. სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრით გამოავლენს “ოსკარზე” საქართველოს კანდიდატ ფილმს. 

2020 წელს საქართველოს “ოსკარზე”, თორმეტკაციანი ჟიურის გადაწყვეტილებით, რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმი, “შინდისი” წარმოადგენდა. 

Covid-19 პანდემიის მიზეზით, ოსკარების 2021 წლის, რიგით 93-ე  დაჯილდოება 28 თებერვალის ნაცვლად ორი თვით გვიან, 2021 წლის 25 აპრილს ჩატარდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი