ახალი ამბები

ბავშვების 200-ლარიანი დახმარების დარიცხვა დღეიდან დაიწყება

2 სექტემბერი, 2020 • 1373
ბავშვების 200-ლარიანი დახმარების დარიცხვა დღეიდან დაიწყება

ბავშვების 200-ლარიანი დახმარების დარიცხვა დღეიდან დაიწყება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის 857 000 განაცხადია დარეგისტრირებული და ერთი კვირის ვადაში დახმარებას ყველა მათგანი მიიღებს:

“სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის ნაბიჯებს, განსაკუთრებით, ბავშვების. დღეის მდგომარეობით, 18 წლამდე ბავშვების 200- ლარიან სოციალურ დახმარებაზე 857 000 განაცხადია შემოსული. ამ განცხადებების დაკმაყოფილება დაიწყო დღეიდან”, – აცხადებს გიორგი გახარია.

პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ 200- ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება:

“შესაბამის უწყებებს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინსიტროში ევალებათ, 1 კვირაში სრულად დასრულდეს მოქალაქეების ანგარიშებზე სოციალური განაცემების გადარიცხვა იმისთვის, რომ სოციალურ ფაქტორთან ერთად, მნიშვნელოვანია, ეს დახმარება ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ სასწავლო წლის დაწყებამდე. მოგეხსენებათ, რეგისტრაცია გაგრძელდება  პირველ დეკემბრამდე და ახალი განაცხადებებიც, რომლებიც ეტაპობრივად შემოვა პირველ დეკემბრამდე, რა თქმა უნდა, იქნება უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალშობილებიც პირველ დეკემბრამდე ამ დახმარებას მიიღებენ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რა ვუთხრათ ბავშვებს 200 ლარის შესახებ?

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი