ახალი ამბები

სუს-ის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა, 38 პირი კარანტინშია

1 სექტემბერი, 2020 • 1136
სუს-ის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა, 38 პირი კარანტინშია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სხვა თანამშრომლები კარანტინში გადაიყვანეს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.

სუს-ის თანახმად, უწყების ერთ-ერთ თანამშრომელს COVID-19 ორი დღის წინ დაუდასტურდა. ამჟამად ის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ვირუსის შემთხვევის დადასტურების გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 38 თანამშრომელი კარანტინში გადაიყვანეს.

მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ ქვეყანაში კორონავირუსის  1 510 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 1 253 გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

პირველი სექტემბერი: კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა — 13

მასალების გადაბეჭდვის წესი