თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახნენ. როგორც „ნეტგაზეთს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარზე გამოძიება საქართელოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.