ახალი ამბები

პირველი სექტემბერი: კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა — 13

1 სექტემბერი, 2020 • 1300
პირველი სექტემბერი: კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა — 13

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი.

მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ ქვეყანაში კორონავირუსის  1 510 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 1 253 გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 828 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 232. ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ 41 საქართველოს მოქალაქე გადმოიყვანეს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან 14 შემთხვევა ინფიცირებულთან პაციენტებთან კონტაქტია, 8 შემთხვევა შემოტანილია, მათ შორის 5 სატვირთო მანქანის მძღოლია, ერთ შემთხვევაში კი ინფიცირების წყაროს დასადგენად ეპიდკვლევა გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი