საქართველოს პროკურატურა უარყოფს და სიცრუეს უწოდებს ბრალდებას, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთმა პროკურორმა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არჩილ გაგნიძეზე ზეწოლა მოახდინა და მისგან ბრალის აღიარება მოითხოვა.
პროკურატურის განცხადებით, გაგნიძემ თვითონ მოითხოვა პროკურორთან შეხვედრა, თუმცა „კომუნიკაცია არ შედგა“, რადგან გაგნიძემ საბოლოოდ უარი განაცხადა პროკურორთან გასაუბრებაზე. კერძოდ, პროკურატურა წერს:
„გვსურს განვაცხადოთ, რომ ბრალდებულმა არჩილ გაგნიძემ მისი საქმის პროკურორთან მოკლე დროში შეხვედრა მოითხოვა და შესაბამისი განცხადებით პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას წერილობით მიმართა. აღნიშნული განცხადების საფუძველზე პროკურორი პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა, თუმცა მასსა და ბრალდებულს შორის კომუნიკაცია არ შედგა, რადგან არჩილ გაგნიძემ, იმ მოტივით, რომ შეხვედრას მისი ადვოკატები არ ესწრებოდნენ, უარი განაცხადა პროკურორთან გასაუბრებაზე“.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატების განცხადება – მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ზეწოლაზე- არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“, – აცხადებს პროკურატურა.
- 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა;
- ამ დროისათვის საქმეზე 17 პირია დაკავებული. ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ბრალდებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც;
- პროკურატურამ 10 ივლისს გამოქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შაქარაშვილის სიკვდილი წყალში დახრჩობამ გამოიწვია, მაგრამ მას სხეულზე გარდაცვალებამდე მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა. გარდა ამისა, გამოძიებას დაემატა ახალი მუხლი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.
- ექსპერტიზის კიდევ ერთი დასკვნა 11 აგვისტოს გამოქვეყნდა: