ნეტგაზეთი | თალაკვაძის დაცვის თამაშრომელს COVID-19 დაუდგინდა, პარლამენტის თავმჯდომარე თვითიზოლაციაშია თალაკვაძის დაცვის თამაშრომელს COVID-19 დაუდგინდა, პარლამენტის თავმჯდომარე თვითიზოლაციაშია – Netgazeti
RU | GE  

თალაკვაძის დაცვის თამაშრომელს COVID-19 დაუდგინდა, პარლამენტის თავმჯდომარე თვითიზოლაციაშია

პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, სხვა პირებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებსაც ასევე ჩაუტარდათ PCR ტესტირება.

“პასუხი უარყოფითია, მათ არ დაუდასტურდათ კოვიდ ინფექცია. ეპიდ. უსაფრთხოების წესების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე გადავიდა თვითიზოლაციაში”, – აცხადებენ პარლამენტის პრესსამსახურში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com