ახალი ამბები

ვარშალომიძის თქმით, საქართველოში ბრუნდება

30 აგვისტო, 2020 • 1135
ვარშალომიძის თქმით, საქართველოში ბრუნდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი, ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვარშალომიძე აცხადებს, რომ უკრაინიდან საქართველოში ბრუნდება. ის ამის შესახებ ტრაბზონიდან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

“თუ ვინმეს ეგონა, რომ უკრაინაში მაღალი პოზიციის გამო საქართველოს ბედზე ხელს ჩავიქნევდი და ამ საბედისწერო მომენტში პირად კომფორტს ვამჯობინებდი, ძალიან შეცდა”, – აცხაებს ვარშალომიძე ვიდეომიმართვაში და ბათუმში ჩამოსვლას, შემდეგ კი “ოცნების” წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლას აანონსებს.

მიმდინარე წლის  მაისშიუკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახალ სტრუქტურას — „საინვესტიციო ოფისს“, რომელიც სექტემბერში დაიწყებს მუშაობას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე უხელმძღვანელებდა. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე უკრაინაში 12 მარტიდან ეროვნული საინვესტიციო საბჭოს მდივნად მუშაობს.

ჯერჯერობით უცნობია ტოვებს თუ არა ვარშალომიძე უკრაინაში ამ თანამდებობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი