ახალი ამბები

ბათუმის მერია: „ბანერები ჩამოიხსნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად“

29 აგვისტო, 2020 • 864
ბათუმის მერია: „ბანერები ჩამოიხსნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად“

ბათუმის მერია აცხადებს, რომ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ განხორციელდა სამართლებრივი რეაგირება უნებართვოდ განთავსებულ რეკლამასთან დაკავშირებით“.

„პატრიოტთა ალიანსმა“ გონიოსა და სარფში საარჩევნო ბანერები გააკრა, სადაც საქართველოს რუკაზე, აფზახეთისა და სამხრეთ ოსეთის მსგავსად, აჭარაც წითლად არის აღნიშნული. ბანერზე აწერია: „დაიცავი აჭარა“.

რამდენიმე საათში გონიოში გაკრული ბანერი „ლელოს“ წევრებმა ჩამოხიეს. ბათუმის მერია წერს, რომ „ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ, ბათუმში, 2 ლოკაციაზე განთავსებული სარეკლამო ბანერები ჩამოიხსნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

„აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომ გადაგზავნილი იქნება ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვის მიზნით“, – წერია მერიის განცხადებაში.

გონიოში „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერი „ლელოს“ აქტივისტებმა ჩამოხსნეს

მასალების გადაბეჭდვის წესი